20 აპრილი 2016

ვაშინგტონში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა
სოლიდარობის ფონდმა პირველი შეხვედრა გამართა ქართულ დიასპორასთან.

30 მარტს მარიამ ჯაში ვაშინგტონში მცხოვრებ და მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და დეტალურად გააცნო ფონდის საქმიანობა და სამომავლო პრიორიტეტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონი არჩილ გეგეშიძე და ვაშინგტონში საელჩოს წარმომადგენლები.

პრეზენტაციის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს ფონდის საქმიანობის მიმართ და იმედი გვაქვს რომ ჩვენი თანამემამულეები ეტაპობრივად შემოგვიერთდებიან როგორც  ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისათვის ბრძოლაში ასევე საქართველოში მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს აღნიშნული პრეზენტაციისა და ვაშინგტონის ვიზიტის ფარგლებში ფონდის სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისათვის აშშ ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, აშშ კიბოს ეროვნული ინსტიტუტისა და  საერთაშორისო ფონდის „Global Giving” ხელმძღვანელ პირებთან.

18 თებერვალი 2019
ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე - 15 თებერვალი
ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე - 15 თებერვალი. სტუმრად გადაცემაში "ექიმები" "სოლიდარობის ფონდის" სამედიცინო პროგრამების ხელმძღვანელი - ეკა ფესტვენიძე და "სოლიდარობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი - ია მაქაცარია
24 ნოემბერი 2018
ცნობილი ქართველი დიზაინერები სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან
24 დეკემბერს „სოლიდარობის ფონდის“ საქველმოქმედო საღამო გაიმართა
23 ნოემბერი 2018
„სოლიდარობის ფონდის“ საქველმოქმედო საღამო
24 დეკემბერს, 18:00 საათზე „სოლიდარობის ფონდის “ საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომლის მიზანიც იყო სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თანხების მობილიზება.
24 ოქტომბერი 2018
„სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ია მაქაცარია გადაცემაში „ნაშუადღევს“
სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ია მაქაცარია გადაცემაში „ნაშუადღევს“ ფონდის მნიშვნელობისა და გამოწვევების შესახებ საუბრობს.
08 ივნისი 2018
„სოლიდარობის ფონდის“ დაბადების დღე
„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“ 9 ივნისი, ფონდის დაფუძნების თარიღი მთაწმინდის პარკში აღნიშნა
დაეხმარე ფონდს
სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან დღემდე მობილიზდა
15 617 645 ლარი