07 თებერვალი 2017

მე-19 პერიოდული ანგარიში

სოლიდარობის ფონდის მიერ 2014 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით სულ დაფინანსებულია 361 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობა როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.

საერთო ჯამში მობილიზებულია 9 083 839 მილიონი ლარი.

ფონდის გარშემო გაერთიანდა 50 კერძო კომპანია, 702 საჯარო უწყება და ათასობით მოქალაქე. რისთვისაც კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.

მიუხედავად ფონდში განხორციელებული მნიშვნელოვანი დონაციებისა, ფონდში მომართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდამჭერისა და ორგანიზაციის ჩართულობა სიმსივნით დაავადებული ბავშვების უწყვეტი დახმარებისთვის!
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ ბმული : http://solidaroba.ge/News?cId=2


10 ნოემბერი 2017
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი სკენარ კლინიკა • Scenar Clinic სოლიდარობის ფონდს შემოუერთდა!
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი სკენარ კლინიკა • Scenar Clinic სოლიდარობის ფონდს სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდების მხარდასაჭერად შემოუერთდა!
10 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდს ტელეკომპანია პულსი შემოუერთდა!
ტელეკომპანიის თანამშრომლები ყოველთვიურად, საკუთარი ხელფასებიდან განახორციელებენ ფონდში დონაციას სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
10 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარტნიორ კლინიკებში იმყოფებოდნენ
საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარტნიორ კლინიკებში იმყოფებოდნენ
10 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდს განახლებული ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic შემოუერთდა
საქართველოს სოლიდარობის ფონდს განახლებული ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic შემოუერთდა
10 ნოემბერი 2017
სოლიდარობის ფონდის 27-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 27-ე პერიოდულ ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს
11 ოქტომბერი 2017
სოლიდარობის ფონდს The Movement TV შემოუერთდა
დღეიდან, The Movement TV თითოეული კომერციული პროექტიდან თანხას სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდების მხარდასაჭერად გადმორიცხავს!
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
1518,00

ჯამი

10866533,00