23 თებერვალი 2017

კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი
კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი! საქართველოს სოლიდარობის ფონდს კაფე-თეატრი • Cafe-Theatre შემოუერთდა!

სოლიდარობის ფონდსა და კაფე-თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ამიერიდან რესტორანში გაყიდული ერთი სახეობის დესერტიდან თანხა ყოველთვიურად სოლიდარობის ფონდში გადმოირიცხება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.

კაფე-თეატრი • Cafe-Theatre 2016 წლის 25 დეკემბერს გაიხსნა, სტუმრებისთვის შექმნილია თბილი გარემო და კარგი განწყობა ხელოვნებითა და მუსიკით, გემრიელი კერძებით, ძველი ქალაქის შუაგულში, იქ სადაც კაფე და თეატრი ერთ სივრცეშია და სწორედ იქ დესერტს ჰქვია სიკეთის სახელი.

საქართველოს სოლიდარობის ფონდისა და თითოეული ბენეფიციარის სახელით დიდი მადლობა ორ უმშვენიერეს ქალბატონს კაფე-თეატრი • Cafe-Theatre-ის დამფუძნებელს ქალბატონ მანანა გაბეჩავას ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისა და მხარდაჭერისათვის და ასევე ქართულ ბრიტანული-სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს ქალბატონ მაკო აბაშიძეს სოლიდარობის ფონდის საქმიანობის ხელშეწყობისა და სიკეთისათვის.

#სოლიდარობისფონდი
#შემოგვიერთდი
#სიკეთეგადამდებია

15 თებერვალი 2018
სოლიდარობის ფონდის 30-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 30-ე პერიოდული ანგარიში
10 იანვარი 2018
სოლიდარობის ფონდის 29-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 29-ე პერიოდული ანგარიში
10 იანვარი 2018
კომპანია გალფის, მიერ ორგანიზებული სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართული უპრეცედენტო და მასშტაბური აქცია!
კომპანია გალფის, მიერ ორგანიზებული სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართული უპრეცედენტო და მასშტაბური აქცია!
10 იანვარი 2018
კომპანია გურიელის საჩუქარი ფონდის ბენეფიციარებს!
კომპანია გურიელის საჩუქარი ფონდის ბენეფიციარებს!
10 იანვარი 2018
სოლიდარობის ფონდი წინასაახალწლოდ ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა
სოლიდარობის ფონდი წინასაახალწლოდ ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა
10 იანვარი 2018
საჩუქარი კომპანია ვისოლისგან
საჩუქარი კომპანია ვისოლისგან
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
2146,00

ჯამი

10867161,00