05 აპრილი 2017

სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია!

დღეს, სოლიდარობის ფონდსა და სამედიცინო კორპორაცია ევექსი • EVEX-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. რაც გულისხმობს რომ კორპორაციის თანამშრომლები ხელფასიდან განახორციელებენ ყოველთვიურ ნებაყოფლობით დონაციას სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად. გარდა ამისა, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ფონდის ბენეფიციარებისთვის წლის განმავლობაში 80 რადიოლოგიურ კვლევას ჩაატარებს უსასყიდლოდ. 

სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალურ დირექტორს ბატონ ნიკოლოზ გამყრელიძეს და კორპორაციის თითოეულ თანამშრომელს მხარდაჭერისათვის რომლის დამსახურებითაც არაერთი სიმსივნით დაავადებული ბავშვი შეძლებს მკურნალობას.
#სიკეთეგადამდებია
#სოლიდარობისფინდი
#ევექსი

14 სექტემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შემოუერთდნენ
საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
07 სექტემბერი 2017
სოლიდარობის ფონდის 25-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 25-ე პერიოდულ ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს.
07 აგვისტო 2017
სოლიდარობის ფონდის 24-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდი წარმოგიდგენთ საქმიანობის რიგით 24-ე ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს მოიცავს ფონდის დაარსებიდან დღემდე. თქვენი დახმარებით უწყვეტად დავეხმარეთ 414 ოჯახს, რომელსაც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვი თუ 22 წლამდე ახალგაზრდა ჰყავს.
18 ივლისი 2017
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია, სადაც ჩვენ ბენეფიციარს, ამირან დავიანტს რთული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. რაც ყველაზე სააიხარულოა, ამირანი თავს უკეთ გრძნობს.
18 ივლისი 2017
ავერსო ფარმა
სოლიდარობის ფონდი ავერსი ჯგუფის კიდევ ერთ კომპანიას, ავერსი ფარმასაც ეწვია. შეხვედრაზე სოლიდარობის ფონდმა ავერსი ფარმას თანამშრომლებს 3 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა, ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა კომპანიის ჩართულობის შესაძლებლობაც, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
18 ივლისი 2017
შეფასების ციკლი
სოლიდარობის ფონდმა, ფონდის ბენეფიციარების და მათი მშობლების მიერ კლინიკებისადმი კმაყოფილების შეფასების ციკლი დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია კლინიკაში მომსახურების ხარისხის შესაფასებლად. აღნიშნულ პროცესში ჩაერთვებიან მშობლები/ბენეფიციარები შესაბამისი კლინიკების მიხედვით და ასევე წარმომადგენლები დიმიტრი ცინცაძის სახელობის და ბერი ანდრიას ფონდებიდან.
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
829,00

ჯამი

10865844,00