05 აპრილი 2017

სამუშაო შეხვედრა
საქართველოს სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროების ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი გახლდათ ფონდის საქმიანობის შეჯამება საჯარო უწყებების მიმართულებით. სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს სამინისტროებში და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში ფონდის ადმინისტრაციის მიერ სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, იმისათვის რომ მეტი საჯარო მოხელე იყოს ინფორმირებული ფონდის საქმიანობის შესახებ რაც გაზრდის ფონდში გაერთიანებული ადამინების რაოდენობას. 
სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან საჯარო უწყების თანამშრომლები ყოველთვიურად ახორციელებენ ნებაყოფლობით დონაციას სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგარზდების დასაფინანსებლად. 2014 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 55 კერძო კომპანიის დამსახურებით, სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 9,3 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული. თუმცა ფონდში მომართვიანობის მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართულობა იმისათვის რომ შევძლოთ ბავშვების უწყვეტი დაფინანსება. 

უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით სოლიდარობის ფონდმა სიმსივნით დაავადებული 367 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა. 148 პაციენტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 219 შემთხვევაში როგორც საქართველოში ასევე ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში. 

ჩვენი ბენეფიციარისა და მათი ოჯახების სახელით, დიდი მადლობა თითოეულ სამინისტროს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

15 თებერვალი 2018
სოლიდარობის ფონდის 30-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 30-ე პერიოდული ანგარიში
10 იანვარი 2018
სოლიდარობის ფონდის 29-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 29-ე პერიოდული ანგარიში
10 იანვარი 2018
კომპანია გალფის, მიერ ორგანიზებული სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართული უპრეცედენტო და მასშტაბური აქცია!
კომპანია გალფის, მიერ ორგანიზებული სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართული უპრეცედენტო და მასშტაბური აქცია!
10 იანვარი 2018
კომპანია გურიელის საჩუქარი ფონდის ბენეფიციარებს!
კომპანია გურიელის საჩუქარი ფონდის ბენეფიციარებს!
10 იანვარი 2018
სოლიდარობის ფონდი წინასაახალწლოდ ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა
სოლიდარობის ფონდი წინასაახალწლოდ ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა
10 იანვარი 2018
საჩუქარი კომპანია ვისოლისგან
საჩუქარი კომპანია ვისოლისგან
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
2146,00

ჯამი

10867161,00