11 აპრილი 2017

ფონდის საქმიანობის რიგით 21-ე პერიოდული ანგარიში

ძვირფასო გულშემატკივრებო,

წარმოგიდგენთ საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 21-ე პერიოდულ ანგარიშს, რომელიც 2014 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით მობილიზებულ ფინანსურ რესურსებს და აღნიშნულ პერიოდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის დამტკიცებულ დეტალურ ინფორმაციას ასახავს. სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყებაში დასაქმებული თანამშრომლებისა და 58 ორგანიზაციის მხარდაჭერით გაფორმებული თანამშრომლობითი მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 9 594 159 ლარი იქნა მობილიზებული. ფონდმა თქვენი მხარდაჭერით სიმსივნით დაავადებული 376 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა საერთო ჯამში 2 429 041 ლარის, 3 179 679 აშშ დოლარისა და 1 470 876 ევროს მოცულობით. 152 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 224 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ავსტრიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.

სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა, რაც კერძო, საჯარო, არასამთავრობო სექტორის და ათიათასობისთ მოქალაქის ჩართულობის შედეგია. თუმცა ეს საკმარისი არ არის! ფონდში მომართვიანობის მზარდი მაჩვენებელიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერისა და ორგანიზაციის ჩართულობა, რადგან უწყვეტად შევძლოთ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საჭირო მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სტაბილური დაფინანსების უზრუნველყოფა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. 

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ ბმული: http://solidaroba.ge/News?cId=2


05 ივნისი 2017
6 წლის ანასტასია
6 წლის ანასტასიას მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა. ჩვენ პატარა ანასტასიასთან ერთად მკურნალობის რთული ეტაპები გადავლახეთ - საქართველოში ორი ქირურგიული ოპერაცია და ქიმიოთერაპიის შვიდი კურსი ჩაუტარდა.
05 ივნისი 2017
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს ''ვეფხისტყაოსნის'' თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. წელს, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს იზეიმებს.
05 ივნისი 2017
26 მაისი გამოფენა გაყიდვა
6 მაისს რუსთაველის გამზირზე 12:00 საათიდან 5 ცნობილი ქართველი მხატვარი (კოკა ციხელაშვილი, თემურ ჩხუტიშვილი, ზურა გომელაური, ნიკო ცეცხლაძე, ირენა ოგანჯანოვა) ფერწერულ ტილოებს შექმნიან.
05 ივნისი 2017
ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი
მოდით რუსთაველის გამზირზე 11 საათიდან! წამოიყვანეთ მეგობრები, შვილები, ოჯახის წევრები და შეუერთდით საინტერესო და საზეიმო სანახაობას.
05 ივნისი 2017
მადლობა, თითოეულ თქვენთაგანს
26.05.2017 -ში სოლიდარობის ფონდის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის პირველი ეტაპი შოთა რუსთაველის გამზირზე გაიმართა
05 ივნისი 2017
ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე
ირაკლი კობახიძემ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა მისი განცხადებით, დღეს, საქართველოს პარლამენტსა და სოლიდარობის ფონდს შორის სპეციალური მემორანდუმი გაფორმდება. „დღეს ხელი მოეწერება სპეციალურ მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და სოლიდარობის ფონდს შორის. პარლამენტი უერთდება ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას. ამ მემორანდუმის საფუძველზე ჩვენ, ჩვენი ყოველთვიური ნებაყოფლობითი დონაციებით ჩავერთვებით ამ საქმეში და უზრუნველვყოფთ იმ ბავშვების დახმარებას, ვისაც განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროებათ,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10040920,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
170,00

ჯამი

10041090,00