20 აპრილი 2017

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბავშვთა შემოქმედების გამოფენაში საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ერთვებიან. მთაწმინდის რაიონში მდებარე N162 ბაგა-ბაღს დღეს ბავშვებისათვის საყვარელი მხატვარი ზაალ სულაკაური ესტუმრა და ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას საკონკურსო ექსპონატების შერჩევაში დაეხმარება.

ფესტივალის შესარჩევი ტურის მიმდინარეობას ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციის, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წარმომადგენელი ანა ამირანაშვილიც გაეცნო. გამომცემლობამ ბავშვთა შემოქმედების გამოფენის მხარდაჭერის სურვილი პროექტის გაცნობისთანავე გამოთქვა და საორგანიზაციო საკითხებში ჩაერთო.

დღევანდელ შეხვედრას საქართველოს სოლიდარობის ფონდი ესწრებოდა. პროექტის მზადების პროცესში გაჩნდა იდეა, რომ პატარების მიერ დამზადებული ექსპონატები ფესტივალის ფინალურ ტურზე სიმბოლურ ფასად გაიყიდოს, შემოსული თანხა კი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხოს.

ბავშვთა გამოფენა-ფესტივალისთვის ბაღებმა მზადება რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. 10 რაიონის მიხედვით გამოვლენილი გამარჯვებული ბაღები გადავლენ ფინალურ ტურში, რომელიც 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, განახლებულ აღმაშენებელზე გაიმართება.


28 აპრილი 2017
აჭარა გრუპი
სოლიდარობის ფონდისთვის და თითოეული ჩვენი ბენეფიციარისთვის უაღრესად მნიშნელოვანია ყველა ადამიანისა თუ კერძო კომპანიის ჩართულობა, ყველა დონაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყველას მადლიერები ვართ.
28 აპრილი 2017
4 წლის ნიკუშა
4 წლის ნიკუშა და სოლიდარობის ფონდი შეიძლება ითქვას ერთად გაიზარდა. . . ჯერ კიდევ ახალი შექმნილი იყო ფონდი როდესაც ექიმებმა ნიკუშას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ოჯახმა ფონდს დახმარებისთვის მიმართა.
28 აპრილი 2017
უდიდესი მადლობა კომპანია JWT Metro-ს
ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ფასი აქვს წყალს, პურს, ჯანმრთელობას, ერთადერთი სიცოცხლეა შეუფასებელი..... იდეასაც კონკრეტული ფასი აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ ქველმოქმედებასაც - რაღაც კონკრეტული X თანხა რომელსაც გასცემ.
21 აპრილი 2017
როცა გავიზრდები
„როცა გავიზრდები მინდა ბოქსიორი გამოვიდე“ - გაგვიმხილა 8 წლის თომამ, დაგვპირდა რომ ჩვენც დაგვიცავს და გვჯერა ეს ასეც იქნება. . . თომა ჩვენი მეგობარია, თქვენი მეგობარიცაა, თქვენ მისი სიცოცხლისთვის იბრძოლეთ და სწორედ თვენი დახმარებით თომამ მძიმე დაავადებასთან ორთაბრძოლაში რამოდენიმე რაუნდი უკვე მოიგო. . . ის ამ ბრძოლაში გამარჯვებულია და ამ გამარჯვებას კონკრეტული სახელები აქვს, თქვენი სახელები ვინც თომას დახმარების ხელი გაუწოდეთ.
20 აპრილი 2017
სიკეთე გადამდებია
საქართველოს სოლიდარობის ფონდს Tbilisi Fashion Week - თბილისის მოდის კვირეული შემოუერთდა.
20 აპრილი 2017
შემგვიერთდი და დაეხმარე ბავშვებს
გახსოვდეთ თითოეული თქვენთაგანის დონაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად შემგვიერთდი და დაეხმარე ბავშვებს
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
9687005,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
76,00

ჯამი

9687081,00