21 აპრილი 2017

როცა გავიზრდები

„როცა გავიზრდები მინდა ბოქსიორი გამოვიდე“ - გაგვიმხილა 8 წლის თომამ, დაგვპირდა რომ ჩვენც დაგვიცავს და გვჯერა ეს ასეც იქნება. . .

თომა ჩვენი მეგობარია, თქვენი მეგობარიცაა, თქვენ მისი სიცოცხლისთვის იბრძოლეთ და სწორედ თვენი დახმარებით თომამ მძიმე დაავადებასთან ორთაბრძოლაში რამოდენიმე რაუნდი უკვე მოიგო. . . ის ამ ბრძოლაში გამარჯვებულია და ამ გამარჯვებას კონკრეტული სახელები აქვს, თქვენი სახელები ვინც თომას დახმარების ხელი გაუწოდეთ.

ორთაბრძოლა კი ხანგრძლივი და რთული იყო - ეს იყო ქირურგიული ოპერაციისა და რადიოთერაპიის რაუნდი, შემდეგ დიაგნოსტიკისა და მედიკამენტოზური მკურნალობის რაუნდი რაც დაახლოებით 2 ხანგრძლივ წელიწადს გრძელდებოდა საბოლოოდ კი მძიმე დიაგნოზის დამარცხებით დასრულდა.

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა თქვენი დახმარებით თომას მკურნალობა 30 500 აშშ დოლარით და 9 850 ლარით უკვე დააფინანსა. ბავშვის მკურნალობაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიამ და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა.

შენ უკვე ბოქსიორი ხარ თომა, ყველაზე რთულ ორთაბრძოლაში გამარჯვებამოპოვებული!


18 ივლისი 2017
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია, სადაც ჩვენ ბენეფიციარს, ამირან დავიანტს რთული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. რაც ყველაზე სააიხარულოა, ამირანი თავს უკეთ გრძნობს.
18 ივლისი 2017
ავერსო ფარმა
სოლიდარობის ფონდი ავერსი ჯგუფის კიდევ ერთ კომპანიას, ავერსი ფარმასაც ეწვია. შეხვედრაზე სოლიდარობის ფონდმა ავერსი ფარმას თანამშრომლებს 3 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა, ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა კომპანიის ჩართულობის შესაძლებლობაც, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
18 ივლისი 2017
შეფასების ციკლი
სოლიდარობის ფონდმა, ფონდის ბენეფიციარების და მათი მშობლების მიერ კლინიკებისადმი კმაყოფილების შეფასების ციკლი დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია კლინიკაში მომსახურების ხარისხის შესაფასებლად. აღნიშნულ პროცესში ჩაერთვებიან მშობლები/ბენეფიციარები შესაბამისი კლინიკების მიხედვით და ასევე წარმომადგენლები დიმიტრი ცინცაძის სახელობის და ბერი ანდრიას ფონდებიდან.
18 ივლისი 2017
ჩვენი 13 წლის გვანცა
გაიცანით ჩვენი 13 წლის გვანცა, სოლიდარობის ფონდის ახლადშეძენილი მეგობარი.ექიმებმა გვანცას უმძიმესი და უიშვიათესი დაავადება დაუდინეს.
18 ივლისი 2017
თბილისის N115 ბაგა-ბაღმა სოლიდარობის ფონდს უმასპინძლა.
N115 ბაგა-ბაღის კოლექტივის ინიციტიავით, სამგორის რაიონის საბავშვო ბაღების კოლექტივმა სოლიდარობის ფონდის საქმიანობის დეტალურად გაცნობის და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დახმარების სურვილი გამოთქვა.
18 ივლისი 2017
სოლიდარობის ფონდმა თურქული კლინიკის მედიპოლ მეგას ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
ოლიდარობის ფონდმა თურქული კლინიკის მედიპოლ მეგას ხელმძღვანელებს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დ. ცინცაძის ფონდის ხელმძღვანელი.
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
190,00

ჯამი

10865205,00