28 აპრილი 2017

4 წლის ნიკუშა
4 წლის ნიკუშა და სოლიდარობის ფონდი შეიძლება ითქვას ერთად გაიზარდა. . .
ჯერ კიდევ ახალი შექმნილი იყო ფონდი როდესაც ექიმებმა ნიკუშას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ოჯახმა ფონდს დახმარებისთვის მიმართა. 
საქართველოს სოლიდარობის ფონდმა თქვენი დახმარებით ნიკუშას მკურნალობა 7 505 აშშ დოლარით და 2 900 ლარით და 100 ევროთი უკვე დააფინანსა. ბავშვის მკურნალობაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიამ და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა.
მას შემდეგ წლები გავიდა და ჩვენ ასე ერთმანეთს ვზრდით და ვეხმარებით - ფონდი თითოეული თქვენთაგანის დახმარებით ნიკუშას მკურნალობას აფინანსებას, ნიკუშა კი ჩვენ მადლიერებას და სიკეთეს გვასწავლის. 

ბავშვებს შენი დახმარება სჭირდებათ... 

გახსოვდეს, ფონდში მომართვიანობის მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე თითოეული თქვენთაგანის დონაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ონკოლოგიით დაავადებული ბავშვების უწყვეტი დახმარებისთვის! 

შემოგვიერთდი, რომ შევძლოთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა! 

ბავშვებს შენი დახმარება ესაჭიროება! 🙏

18 ივლისი 2017
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია, სადაც ჩვენ ბენეფიციარს, ამირან დავიანტს რთული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. რაც ყველაზე სააიხარულოა, ამირანი თავს უკეთ გრძნობს.
18 ივლისი 2017
ავერსო ფარმა
სოლიდარობის ფონდი ავერსი ჯგუფის კიდევ ერთ კომპანიას, ავერსი ფარმასაც ეწვია. შეხვედრაზე სოლიდარობის ფონდმა ავერსი ფარმას თანამშრომლებს 3 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა, ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა კომპანიის ჩართულობის შესაძლებლობაც, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
18 ივლისი 2017
შეფასების ციკლი
სოლიდარობის ფონდმა, ფონდის ბენეფიციარების და მათი მშობლების მიერ კლინიკებისადმი კმაყოფილების შეფასების ციკლი დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია კლინიკაში მომსახურების ხარისხის შესაფასებლად. აღნიშნულ პროცესში ჩაერთვებიან მშობლები/ბენეფიციარები შესაბამისი კლინიკების მიხედვით და ასევე წარმომადგენლები დიმიტრი ცინცაძის სახელობის და ბერი ანდრიას ფონდებიდან.
18 ივლისი 2017
ჩვენი 13 წლის გვანცა
გაიცანით ჩვენი 13 წლის გვანცა, სოლიდარობის ფონდის ახლადშეძენილი მეგობარი.ექიმებმა გვანცას უმძიმესი და უიშვიათესი დაავადება დაუდინეს.
18 ივლისი 2017
თბილისის N115 ბაგა-ბაღმა სოლიდარობის ფონდს უმასპინძლა.
N115 ბაგა-ბაღის კოლექტივის ინიციტიავით, სამგორის რაიონის საბავშვო ბაღების კოლექტივმა სოლიდარობის ფონდის საქმიანობის დეტალურად გაცნობის და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დახმარების სურვილი გამოთქვა.
18 ივლისი 2017
სოლიდარობის ფონდმა თურქული კლინიკის მედიპოლ მეგას ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
ოლიდარობის ფონდმა თურქული კლინიკის მედიპოლ მეგას ხელმძღვანელებს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დ. ცინცაძის ფონდის ხელმძღვანელი.
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
190,00

ჯამი

10865205,00