16 მაისი 2017

სასიხარულო ამბავი
სასიხარულო ამბავი ჩვენი ფონდის გულშემატკივრებისათვის!

სოლიდარობის ფონდს კომპანია მადაგონი შემოუერთდა! 
დღეიდან კომპანიის თანამშრომლები, ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან განახორციელებენ ფონდში დონაციას სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად!

დიდ მადლობას ვუხდით კომპანია „მადაგონის“ ადმინისტრაციას თანადგომისთვის!

ჩვენ გვჯერა რომ #სიკეთეგადამდებია

შემოგვიერთდით!

16 მაისი 2017
კიდევ ერთი მხარდაჭერა
სოლიდარობის ფონდს კ.ერისთავის სახ.ქირურგიის ეროვნული ცენტრი შემოუერთდა!
16 მაისი 2017
5 წლის მიშო
გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი პატარა მიშოს დედის მაგდა კაპანაძის წერილი რომელიც დღეს დილით მივიღეთ და თითოეულ თქვენთაგანს ეკუთვნის.
10 მაისი 2017
სოლიდარობის ფონდის 22-ე პერიოდული ანგარიში
საქართველოს სოლიდარობის ფონდის სახელით წარმოგიდგენთ ფონდის საქმიანობის რიგით 22-ე პერიოდულ ანგარიშს და იმ შედეგებს, რომელიც ჩვენი ერთიანი თანადგომით გახდა შესაძლებელი. კიდევ ერთხელ გვინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს სოლიდარობის ფონდში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისათვის.
28 აპრილი 2017
აჭარა გრუპი
სოლიდარობის ფონდისთვის და თითოეული ჩვენი ბენეფიციარისთვის უაღრესად მნიშნელოვანია ყველა ადამიანისა თუ კერძო კომპანიის ჩართულობა, ყველა დონაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყველას მადლიერები ვართ.
28 აპრილი 2017
4 წლის ნიკუშა
4 წლის ნიკუშა და სოლიდარობის ფონდი შეიძლება ითქვას ერთად გაიზარდა. . . ჯერ კიდევ ახალი შექმნილი იყო ფონდი როდესაც ექიმებმა ნიკუშას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ოჯახმა ფონდს დახმარებისთვის მიმართა.
28 აპრილი 2017
უდიდესი მადლობა კომპანია JWT Metro-ს
ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ფასი აქვს წყალს, პურს, ჯანმრთელობას, ერთადერთი სიცოცხლეა შეუფასებელი..... იდეასაც კონკრეტული ფასი აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ ქველმოქმედებასაც - რაღაც კონკრეტული X თანხა რომელსაც გასცემ.
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
9687005,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
1150,00

ჯამი

9688155,00