05 ივნისი 2017

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს ''ვეფხისტყაოსნის'' თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. წელს, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს იზეიმებს. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხები გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ძირითადი თემატიკა იქნება დაკავშირებული "ვეფხისტყაოსანთან", რაც, ვფიქრობთ, ძალიან კარგია ჩვენი ზეიმისთვის ახალი ელფერის შესაძენად, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად. ჩვენ მართლა გვაქვს განუმეორებელი განძი, რომელიც ვფიქრობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ და მომავალი თაობები აღვზარდოთ იმ ფასეულობებზე, რომელზეც არის საუბარი გენიალურ ნაწარმოებში. ამიტომ, დღესასწაულის ძირითადი თემატიკა იქნება "ვეფხისტყაოსანი".

დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

#26მაისი

ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/789c1


10 ნოემბერი 2017
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი სკენარ კლინიკა • Scenar Clinic სოლიდარობის ფონდს შემოუერთდა!
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი სკენარ კლინიკა • Scenar Clinic სოლიდარობის ფონდს სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდების მხარდასაჭერად შემოუერთდა!
10 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდს ტელეკომპანია პულსი შემოუერთდა!
ტელეკომპანიის თანამშრომლები ყოველთვიურად, საკუთარი ხელფასებიდან განახორციელებენ ფონდში დონაციას სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
10 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარტნიორ კლინიკებში იმყოფებოდნენ
საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარტნიორ კლინიკებში იმყოფებოდნენ
10 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდს განახლებული ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic შემოუერთდა
საქართველოს სოლიდარობის ფონდს განახლებული ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic შემოუერთდა
10 ნოემბერი 2017
სოლიდარობის ფონდის 27-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 27-ე პერიოდულ ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს
11 ოქტომბერი 2017
სოლიდარობის ფონდს The Movement TV შემოუერთდა
დღეიდან, The Movement TV თითოეული კომერციული პროექტიდან თანხას სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდების მხარდასაჭერად გადმორიცხავს!
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
1518,00

ჯამი

10866533,00