05 ივნისი 2017

ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე

ირაკლი კობახიძემ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

„დღეს არის პირველი ივნისი. ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე და მინდა მივულოცო თითოეულ ბავშვს დღევანდელი დღე. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ეს არის პარლამენტის პასუხისგებლობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, დღეს, საქართველოს პარლამენტსა და სოლიდარობის ფონდს შორის სპეციალური მემორანდუმი გაფორმდება. „დღეს ხელი მოეწერება სპეციალურ მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და სოლიდარობის ფონდს შორის. პარლამენტი უერთდება ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას. ამ მემორანდუმის საფუძველზე ჩვენ, ჩვენი ყოველთვიური ნებაყოფლობითი დონაციებით ჩავერთვებით ამ საქმეში და უზრუნველვყოფთ იმ ბავშვების დახმარებას, ვისაც განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროებათ,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ მემორანდუმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში ასევე მიმდინარეობს მუშაობა ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსზე.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ ინიციატივის და ამ მემორანდუმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასევე აღვნიშნავ, რომ პარლამენტი აქტიურად მუშაობს კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც ეძღვნება სწორედ ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ინტერესების დაცვას. კიდევ ერთხელ ეს არის პარლამენტის ვალი და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.

👉 ვიდეო - https://youtu.be/fbgeYhdnnCs


10 იანვარი 2018
სოლიდარობის ფონდის 29-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 29-ე პერიოდული ანგარიში
10 იანვარი 2018
კომპანია გალფის, მიერ ორგანიზებული სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართული უპრეცედენტო და მასშტაბური აქცია!
კომპანია გალფის, მიერ ორგანიზებული სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართული უპრეცედენტო და მასშტაბური აქცია!
10 იანვარი 2018
კომპანია გურიელის საჩუქარი ფონდის ბენეფიციარებს!
კომპანია გურიელის საჩუქარი ფონდის ბენეფიციარებს!
10 იანვარი 2018
სოლიდარობის ფონდი წინასაახალწლოდ ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა
სოლიდარობის ფონდი წინასაახალწლოდ ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა
10 იანვარი 2018
საჩუქარი კომპანია ვისოლისგან
საჩუქარი კომპანია ვისოლისგან
10 იანვარი 2018
მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს ერთგული მეგობრისგან!
მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს ერთგული მეგობრისგან!
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
1959,00

ჯამი

10866974,00