05 ივნისი 2017

საჩუქარი თბილისის ოპერისგან

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სოლიდარობის ფონდის ბავშვებს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრმა უმასპინძლა.

ბავშვებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებების სამყაროში იმოგზაურეს გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“- ს ხილვისას.

თითოეული ჩვენი ბენეფიციარისა და სოლიდარობის ფონდის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდით საქართელოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ადმინისტრაციას ამ დღის გალამაზებისა და ჩვენი ბავშვების გახარებისთვის.

#1ივნისი
#სიკეთეგადამდებია


05 ივნისი 2017
6 წლის ანასტასია
6 წლის ანასტასიას მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა. ჩვენ პატარა ანასტასიასთან ერთად მკურნალობის რთული ეტაპები გადავლახეთ - საქართველოში ორი ქირურგიული ოპერაცია და ქიმიოთერაპიის შვიდი კურსი ჩაუტარდა.
05 ივნისი 2017
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს ''ვეფხისტყაოსნის'' თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. წელს, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს იზეიმებს.
05 ივნისი 2017
26 მაისი გამოფენა გაყიდვა
6 მაისს რუსთაველის გამზირზე 12:00 საათიდან 5 ცნობილი ქართველი მხატვარი (კოკა ციხელაშვილი, თემურ ჩხუტიშვილი, ზურა გომელაური, ნიკო ცეცხლაძე, ირენა ოგანჯანოვა) ფერწერულ ტილოებს შექმნიან.
05 ივნისი 2017
ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი
მოდით რუსთაველის გამზირზე 11 საათიდან! წამოიყვანეთ მეგობრები, შვილები, ოჯახის წევრები და შეუერთდით საინტერესო და საზეიმო სანახაობას.
05 ივნისი 2017
მადლობა, თითოეულ თქვენთაგანს
26.05.2017 -ში სოლიდარობის ფონდის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის პირველი ეტაპი შოთა რუსთაველის გამზირზე გაიმართა
05 ივნისი 2017
ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე
ირაკლი კობახიძემ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა მისი განცხადებით, დღეს, საქართველოს პარლამენტსა და სოლიდარობის ფონდს შორის სპეციალური მემორანდუმი გაფორმდება. „დღეს ხელი მოეწერება სპეციალურ მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და სოლიდარობის ფონდს შორის. პარლამენტი უერთდება ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას. ამ მემორანდუმის საფუძველზე ჩვენ, ჩვენი ყოველთვიური ნებაყოფლობითი დონაციებით ჩავერთვებით ამ საქმეში და უზრუნველვყოფთ იმ ბავშვების დახმარებას, ვისაც განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროებათ,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10040920,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
170,00

ჯამი

10041090,00