04 ივლისი 2017

4 წლის გიორგი
გვინდა გაგიზიაროთ 4 წლის გიორგის ნათლიის ომარ ჯანჯღავას სიტყვები, რომელიც თითოეულ ფონდის გულშემატკივარს გეკუთვნით. 
„ მადლობა, ღმერთს რომ არსებობს ისეთი ორგანიზაცია როგორიცაა სოლიდარობის ფონდი. - ძალზედ დიდი ღვთისნიერი დახმარებების აღმოსაჩენად რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მომენტში დასჭირდეს. ძალიან მიჭირს კალმით ფურცელზე გამოვხატო ის დიდი მადლიერება რაც მინდა სხვა ადამიანებმაცგაიგონ და გახდნენ ასევე, ფონდის მხარდამჭერები და ფონდის შემომწირველები, თუნდაც მცირედი თანხითაც. ღმერთმა ინებოს არ მოგკლებოდეთ კეთილი ადამიანები და სიკეთე სიკეთითვე გაგეზიარებინოთ რასაც ამჟამად უზრუნველყობთ. ღმერთმა დაგლოცოთ!!! წყალობით აგავსოთ დედა ღვთისმშობელმა, შეგეწიოთ ღვთის წინაშე და ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

პ.ს. პირობას გაძლევთ რომ ჩვენი გიორგის გულშემატკივრების სახით თქვენს ფონდს გაუჩნდება სტაბილური შემომწირველები“ - პატივისცემით ომარ ჯანჯღავა.



4 წლის, გიორგი ჩვენი ახლადშეძენილი მეგობარია. პატარა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო და ოჯახმა დახმარებისთვის სოლიდარობის ფონდს მომართა. ბავშვის დიაგნოსტირება ვერ ხერხდებოდა, ამიტომ აუცილებელი იყო საზღვარგარეთ კლინიკისა და დიაგნოსტირებისთვის საჭირო თანხების მოძიება. დღეს, გიორგი თურქეთის კლინიკა „Medical Park”-ში იმყოფება. სადაც უკვე ჩაუტარდა დიაგნოსტირება და პატარა გიორგი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის ემზადება.

სოლიდარობის ფონდმა გიორგის დიაგნოსტირება და სამომავლო მკურნალობა 90 000 აშშ დოლარით დააფინანსა. გიორგის დაფინანსებაში ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა.

ეს კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლის ისტორიაა!

მადლობა, თითოეულ ფონდის მხარდამჭერს, ყველას ვინც ამ სიკეთეს ემსახურებით სოლიდარობის ფონდთან ერთად, მათ ვისაც სულ მცირედი წვლილი შეაქვს ჩვენი ბავშვების მხარდასაჭერად. 

#შემოგვიერთდით
#სიკეთეგადამდებია

18 ივლისი 2017
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია, სადაც ჩვენ ბენეფიციარს, ამირან დავიანტს რთული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. რაც ყველაზე სააიხარულოა, ამირანი თავს უკეთ გრძნობს.
18 ივლისი 2017
ავერსო ფარმა
სოლიდარობის ფონდი ავერსი ჯგუფის კიდევ ერთ კომპანიას, ავერსი ფარმასაც ეწვია. შეხვედრაზე სოლიდარობის ფონდმა ავერსი ფარმას თანამშრომლებს 3 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა, ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა კომპანიის ჩართულობის შესაძლებლობაც, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
18 ივლისი 2017
შეფასების ციკლი
სოლიდარობის ფონდმა, ფონდის ბენეფიციარების და მათი მშობლების მიერ კლინიკებისადმი კმაყოფილების შეფასების ციკლი დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია კლინიკაში მომსახურების ხარისხის შესაფასებლად. აღნიშნულ პროცესში ჩაერთვებიან მშობლები/ბენეფიციარები შესაბამისი კლინიკების მიხედვით და ასევე წარმომადგენლები დიმიტრი ცინცაძის სახელობის და ბერი ანდრიას ფონდებიდან.
18 ივლისი 2017
ჩვენი 13 წლის გვანცა
გაიცანით ჩვენი 13 წლის გვანცა, სოლიდარობის ფონდის ახლადშეძენილი მეგობარი.ექიმებმა გვანცას უმძიმესი და უიშვიათესი დაავადება დაუდინეს.
18 ივლისი 2017
თბილისის N115 ბაგა-ბაღმა სოლიდარობის ფონდს უმასპინძლა.
N115 ბაგა-ბაღის კოლექტივის ინიციტიავით, სამგორის რაიონის საბავშვო ბაღების კოლექტივმა სოლიდარობის ფონდის საქმიანობის დეტალურად გაცნობის და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დახმარების სურვილი გამოთქვა.
18 ივლისი 2017
სოლიდარობის ფონდმა თურქული კლინიკის მედიპოლ მეგას ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
ოლიდარობის ფონდმა თურქული კლინიკის მედიპოლ მეგას ხელმძღვანელებს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დ. ცინცაძის ფონდის ხელმძღვანელი.
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
190,00

ჯამი

10865205,00