04 ივლისი 2017

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის თანახმად "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" ფონდის მხარდასაჭერად თანამშრომლობის ორ მექანიზმს გააქტიურებს. კერძოდ: კომპანიის თანამშრომლები ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ სოლიდარობის ფონდში და მის მიერ გაყიდული თითოეული „კრიტიკული დაავადებები“-ს პაკეტის ღირებულებიდან ყოველთვიურად განახორციელებს კონკრეტული თანხის მობილიზებას სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად.


#სიკეთეგადამდებია
#დაზღვევასაზღვრებისგარეშე

🔵საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის 9 ივნისს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და შეძლო ქვეყნის მასშტაბით 21 წლის ასაკის ჩათვლით სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის ფინანსური პრობლემის გადაჭრა. დაფუძნებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყების, 65 ორგანიზაციის, მათ შორის 53 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 400 ბავშვის და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო. მათ შორის 155 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 242 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში, ასევე ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.
სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომელიც ათიათასობით ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და ამ შედეგის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის მხარდაჭერა.

🔴Global Benefits Georgia - რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია, წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის - Global Benefits Group-ის რეგიონალური წარმომადგენელია. GBG 1981 წელს დაარსდა და დღეისათვის უკვე 120 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის რეგიონებში, სადაც ის საკუთარ მომხარებელს სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევის სრულ და კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. კომპანიის უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი - პროდუქტების საერთაშორისო განზომილებაა.
“კრიტიკული დაავადებების პაკეტი” - შვიდი გავრცელებული დიაგნოზის, სამედიცინო ჩვენების ან მდგომარეობის დაზღვევა: ავთვისებიანი სიმსივნე, ინსულტი, გულის შეტევა, ტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობა, მრავლობითი სკლეროზი, კორონარული არტერიის შუნტირება და ძირითადი ორგანოს გადანერგვა, სადაზღვევო ასაკი 0-65 წლამდე. დიაგნოზის დასმისას, 100 000 ევრომდე ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია.

18 ივლისი 2017
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია, სადაც ჩვენ ბენეფიციარს, ამირან დავიანტს რთული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. რაც ყველაზე სააიხარულოა, ამირანი თავს უკეთ გრძნობს.
18 ივლისი 2017
ავერსო ფარმა
სოლიდარობის ფონდი ავერსი ჯგუფის კიდევ ერთ კომპანიას, ავერსი ფარმასაც ეწვია. შეხვედრაზე სოლიდარობის ფონდმა ავერსი ფარმას თანამშრომლებს 3 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა, ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა კომპანიის ჩართულობის შესაძლებლობაც, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
18 ივლისი 2017
შეფასების ციკლი
სოლიდარობის ფონდმა, ფონდის ბენეფიციარების და მათი მშობლების მიერ კლინიკებისადმი კმაყოფილების შეფასების ციკლი დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია კლინიკაში მომსახურების ხარისხის შესაფასებლად. აღნიშნულ პროცესში ჩაერთვებიან მშობლები/ბენეფიციარები შესაბამისი კლინიკების მიხედვით და ასევე წარმომადგენლები დიმიტრი ცინცაძის სახელობის და ბერი ანდრიას ფონდებიდან.
18 ივლისი 2017
ჩვენი 13 წლის გვანცა
გაიცანით ჩვენი 13 წლის გვანცა, სოლიდარობის ფონდის ახლადშეძენილი მეგობარი.ექიმებმა გვანცას უმძიმესი და უიშვიათესი დაავადება დაუდინეს.
18 ივლისი 2017
თბილისის N115 ბაგა-ბაღმა სოლიდარობის ფონდს უმასპინძლა.
N115 ბაგა-ბაღის კოლექტივის ინიციტიავით, სამგორის რაიონის საბავშვო ბაღების კოლექტივმა სოლიდარობის ფონდის საქმიანობის დეტალურად გაცნობის და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დახმარების სურვილი გამოთქვა.
18 ივლისი 2017
სოლიდარობის ფონდმა თურქული კლინიკის მედიპოლ მეგას ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
ოლიდარობის ფონდმა თურქული კლინიკის მედიპოლ მეგას ხელმძღვანელებს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დ. ცინცაძის ფონდის ხელმძღვანელი.
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
190,00

ჯამი

10865205,00