04 ივლისი 2017

ქოჩჰელსქეარი მემორანდუმი

საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და ,,ქოჩჰელსქეარს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში „ქოჩჰელსქეარი“ ხელს შეუწყობს, სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებისთვის, კერძოდ, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის, სპეციალური სამედიცინო ტარიფებისა და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდებას.

მადლობას ვუხდით 'ქოჩჰელსქეარის' ადმინისტრაციას და მის წარმომადგენლობას საქართველოში სიმსივნით დაავადებული ქართველი ბავშვების მხარდაჭერისთვის.


14 სექტემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შემოუერთდნენ
საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
07 სექტემბერი 2017
სოლიდარობის ფონდის 25-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 25-ე პერიოდულ ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს.
07 აგვისტო 2017
სოლიდარობის ფონდის 24-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდი წარმოგიდგენთ საქმიანობის რიგით 24-ე ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს მოიცავს ფონდის დაარსებიდან დღემდე. თქვენი დახმარებით უწყვეტად დავეხმარეთ 414 ოჯახს, რომელსაც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვი თუ 22 წლამდე ახალგაზრდა ჰყავს.
18 ივლისი 2017
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია
სოლიდარობის ფონდი ავერსის კლინიკას ეწვია, სადაც ჩვენ ბენეფიციარს, ამირან დავიანტს რთული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. რაც ყველაზე სააიხარულოა, ამირანი თავს უკეთ გრძნობს.
18 ივლისი 2017
ავერსო ფარმა
სოლიდარობის ფონდი ავერსი ჯგუფის კიდევ ერთ კომპანიას, ავერსი ფარმასაც ეწვია. შეხვედრაზე სოლიდარობის ფონდმა ავერსი ფარმას თანამშრომლებს 3 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა, ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა კომპანიის ჩართულობის შესაძლებლობაც, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
18 ივლისი 2017
შეფასების ციკლი
სოლიდარობის ფონდმა, ფონდის ბენეფიციარების და მათი მშობლების მიერ კლინიკებისადმი კმაყოფილების შეფასების ციკლი დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია კლინიკაში მომსახურების ხარისხის შესაფასებლად. აღნიშნულ პროცესში ჩაერთვებიან მშობლები/ბენეფიციარები შესაბამისი კლინიკების მიხედვით და ასევე წარმომადგენლები დიმიტრი ცინცაძის სახელობის და ბერი ანდრიას ფონდებიდან.
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
829,00

ჯამი

10865844,00