07 აგვისტო 2017

სოლიდარობის ფონდის 24-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდი წარმოგიდგენთ საქმიანობის რიგით 24-ე ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს მოიცავს ფონდის დაარსებიდან დღემდე. 
თქვენი დახმარებით უწყვეტად დავეხმარეთ 414 ოჯახს, რომელსაც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვი თუ 22 წლამდე ახალგაზრდა ჰყავს.
თქვენი ჩართულობით მობილიზებული თანხებით და პროგნოზული დონაციებით ფონდმა 414  ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა 163  შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 251 შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდა როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის და თურქეთის კლინიკებში.
თქვენთან ერთად სოლიდარობის ფონდის ირგვლივ გაერთიანებულია ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყების თანამშრომელი, 72 ორგანიზაცია, მათ შორის 58 კერძო კომპანია და ათიათასობით მოქალაქე.
თქვენი მონაწილეობით მიკროფილანტროპიის და ინოვაციური მექანიზმების ამოქმედებით, სოლიდარობის ფონდში 11 მლნ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული.
სოლიდარობის ფონდმა მობილიზებული თანხების, დამტკიცებული დაფინანსების და თანამშრომლობითი მემორანდუმების შესახებ 24 პერიოდული ანგარიში წარადგინა საზოგადოების წინაშე.
მიღწეული შედეგების მიუხედავად, ფონდში მომართვიანობის პროგრესულად მზარდი მაჩვენებლის გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდაჭერა თანხების მობილიზაციის კუთხით, რადგან უწყვეტ რეჟიმში შევძლოთ ყველა ბენეფიციარის მხარდაჭერა.
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ბავშვების და ახალგაზრდების სიცოცხლისთვის ბრძოლაში გაწეული უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის.
გთხოვთ, იხილოთ ბმული. 
http://solidaroba.ge/News?cId=2

09 ივნისი 2018
„საქართველოს სოლიდარობის ფონდის “ 4 წლის იუბილე
„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა “ 9 ივნისს 4 წლის იუბილე მთაწმინდის პარკში აღნიშნა.
28 მაისი 2018
მარი მალაზონიას საავტორო გადაცემა - „პირადი ექიმი“
მარი მალაზონია „საქართველოს სოლდიარობის ფონდის შესახებ“
26 მაისი 2018
26 მაისს „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ რუსთაველის გამზირზე
„საქართველოს სოლიდარობის ფონდი“-ს საქველმოქმედო კუთხე რუსთაველის გამზირზე
11 მაისი 2018
სოლიდარობის ფონდის 33-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 33-ე პერიოდული ანგარიში
11 მაისი 2018
„სოლიდარობის ფონდმა“ 26 აპრილს საქველმოქმედო აუქციონი გამართა
„სოლიდარობის ფონდმა“ 26 აპრილს საქველმოქმედო აუქციონი გამართა
11 მაისი 2018
„სოლიდარობის ფონდს“ და საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„სოლიდარობის ფონდს“ და საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
3833,00

ჯამი

10868848,00