07 სექტემბერი 2017

სოლიდარობის ფონდის 25-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 25-ე პერიოდულ ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს.
სწორედ თითოეული თქვენთაგანის თანადგომით და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, სოლიდარობის ფონდმა 427 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა, 173 შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 254 შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდა როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის,  თურქეთისა და აშშ-ს  კლინიკებში.
თქვენთან ერთად სოლიდარობის ფონდის ირგვლივ გაერთიანებულია ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყების თანამშრომელი, 72 ორგანიზაცია, მათ შორის 58 კერძო კომპანია და ათიათასობით მოქალაქე.
თქვენი ჩართულობის შესაძლებელი გახდა სოლიდარობის ფონდში 11 მლნ ლარზე მეტი თანხის მობილიზება.
სოლიდარობის ფონდმა მობილიზებული თანხების, დამტკიცებული დაფინანსების და თანამშრომლობითი მემორანდუმების შესახებ 25 პერიოდული ანგარიში წარადგინა საზოგადოების წინაშე.
მიღწეული შედეგების მიუხედავად, ფონდში მომართვიანობის პროგრესულად მზარდი მაჩვენებლის გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდაჭერა თანხების მობილიზაციის კუთხით, რადგან უწყვეტ რეჟიმში შევძლოთ ყველა ბენეფიციარის მხარდაჭერა.
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ბავშვების და ახალგაზრდების სიცოცხლისთვის ბრძოლაში გაწეული უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის.
შევქმნათ სიცოცხლის ახალი ისტორიები ერთად!
#შემოგვიერთდით
#სიკეთეგადამდებია
25-ე პერიოდული ანგარიშის ჩამოსატვირთად გხთოვთ იხილოთ ბმული: http://solidaroba.ge/News?cId=2

09 ივნისი 2018
„საქართველოს სოლიდარობის ფონდის “ 4 წლის იუბილე
„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა “ 9 ივნისს 4 წლის იუბილე მთაწმინდის პარკში აღნიშნა.
28 მაისი 2018
მარი მალაზონიას საავტორო გადაცემა - „პირადი ექიმი“
მარი მალაზონია „საქართველოს სოლდიარობის ფონდის შესახებ“
26 მაისი 2018
26 მაისს „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ რუსთაველის გამზირზე
„საქართველოს სოლიდარობის ფონდი“-ს საქველმოქმედო კუთხე რუსთაველის გამზირზე
11 მაისი 2018
სოლიდარობის ფონდის 33-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 33-ე პერიოდული ანგარიში
11 მაისი 2018
„სოლიდარობის ფონდმა“ 26 აპრილს საქველმოქმედო აუქციონი გამართა
„სოლიდარობის ფონდმა“ 26 აპრილს საქველმოქმედო აუქციონი გამართა
11 მაისი 2018
„სოლიდარობის ფონდს“ და საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„სოლიდარობის ფონდს“ და საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
3833,00

ჯამი

10868848,00