11 ოქტომბერი 2017

სოლიდარობის ფონდის 26-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 26-ე პერიოდულ ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს.

სწორედ თითოეული თქვენთაგანის თანადგომით და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, სოლიდარობის ფონდმა 431 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა, 173 შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 258 შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდა როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის,  თურქეთისა და აშშ-ს  კლინიკებში.

თქვენთან ერთად სოლიდარობის ფონდის ირგვლივ გაერთიანებულია ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყების თანამშრომელი, 74 ორგანიზაცია, მათ შორის 59 კერძო კომპანია და ათიათასობით მოქალაქე.

თქვენი ჩართულობის შესაძლებელი გახდა სოლიდარობის ფონდში 11.5 მლნ ლარზე მეტი თანხის მობილიზება.

სოლიდარობის ფონდმა მობილიზებული თანხების, დამტკიცებული დაფინანსების და თანამშრომლობითი მემორანდუმების შესახებ 26 პერიოდული ანგარიში წარადგინა საზოგადოების წინაშე.

მიღწეული შედეგების მიუხედავად, ფონდში მომართვიანობის პროგრესულად მზარდი მაჩვენებლის გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდაჭერა თანხების მობილიზაციის კუთხით, რადგან უწყვეტ რეჟიმში შევძლოთ ყველა ბენეფიციარის მხარდაჭერა.

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ბავშვების და ახალგაზრდების სიცოცხლისთვის ბრძოლაში გაწეული უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის.

შევქმნათ სიცოცხლის ახალი ისტორიები ერთად!
#შემოგვიერთდით
#ერთადგადავარჩენთ
#სიკეთეგადამდებია
26-ე პერიოდული ანგარიშის ჩამოსატვირთად გხთოვთ მიჰყევით ბმულს: 
http://solidaroba.ge/News?cId=2

08 დეკემბერი 2017
სოლიდარობის ფონდის 28-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 28-ე პერიოდული ანგარიში
29 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდს განახლებული ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic შემოუერთდა
საქართველოს სოლიდარობის ფონდს განახლებული ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic შემოუერთდა
29 ნოემბერი 2017
სოლიდარობის ფონდის გერმანელი მეგობრების მხარდაჭერა ქართველ ბავშვებს
სოლიდარობის ფონდის გერმანელი მეგობრების მხარდაჭერა ქართველ ბავშვებს
10 ნოემბერი 2017
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი სკენარ კლინიკა • Scenar Clinic სოლიდარობის ფონდს შემოუერთდა!
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი სკენარ კლინიკა • Scenar Clinic სოლიდარობის ფონდს სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდების მხარდასაჭერად შემოუერთდა!
10 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდს ტელეკომპანია პულსი შემოუერთდა!
ტელეკომპანიის თანამშრომლები ყოველთვიურად, საკუთარი ხელფასებიდან განახორციელებენ ფონდში დონაციას სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
10 ნოემბერი 2017
საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარტნიორ კლინიკებში იმყოფებოდნენ
საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარტნიორ კლინიკებში იმყოფებოდნენ
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
1619,00

ჯამი

10866634,00