10 ნოემბერი 2017

საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარტნიორ კლინიკებში იმყოფებოდნენ
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ხუთი კლინიკის (აჩიბადემის კლინიკა, ფლორენს ნაითინგალის ჰოსპიტალი, მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო კლინიკა, კოჩის ჰოსპიტალი, იედიტეპეს საუნივერსიტეტო კლინიკა) ხელმძღვანელობასთან, სადაც კლინიკების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს მთავრობისა და სოლიდარობის ფონდის განსაკუთრებული როლი სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროცესში. ფონდის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს ის ბენეფიციარები, რომლებიც ამ დროისთვის თურქეთის კლინიკებში მკურნალობენ.
შეხვედრებისას, განხილულ იქნა სოლიდარობის ფონდს და კლინიკებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის ბენეფიციარებისთვის საუკეთესო სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და აღნიშნული სამედიცინო სერვისების ღირებულების კიდევ ერთხელ გადახედვის საკითხები, ასევე თანამშრომლობის განმტკიცების კუთხით, ხელი მოეწერა სოლიდარობის ფონდსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობით მემორანდუმებს, როგორც მტკიცე პარტნიორობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
თითოეული კლინიკა კვლავ მზად არის უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისების მიწოდება, რაც უმნიშვნელოვანესია სიმსივნით დაავადებული ბავშვების დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უზრუნველსაყოფად.

 

10 იანვარი 2018
სოლიდარობის ფონდის 29-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 29-ე პერიოდული ანგარიში
10 იანვარი 2018
კომპანია გალფის, მიერ ორგანიზებული სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართული უპრეცედენტო და მასშტაბური აქცია!
კომპანია გალფის, მიერ ორგანიზებული სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართული უპრეცედენტო და მასშტაბური აქცია!
10 იანვარი 2018
კომპანია გურიელის საჩუქარი ფონდის ბენეფიციარებს!
კომპანია გურიელის საჩუქარი ფონდის ბენეფიციარებს!
10 იანვარი 2018
სოლიდარობის ფონდი წინასაახალწლოდ ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა
სოლიდარობის ფონდი წინასაახალწლოდ ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა
10 იანვარი 2018
საჩუქარი კომპანია ვისოლისგან
საჩუქარი კომპანია ვისოლისგან
10 იანვარი 2018
მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს ერთგული მეგობრისგან!
მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს ერთგული მეგობრისგან!
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
1959,00

ჯამი

10866974,00