10 ნოემბერი 2017

სოლიდარობის ფონდის 27-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 27-ე პერიოდულ ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს.
სწორედ ათი ათასობით მოქალაქის, 702 საჯარო უწყების თანამშრომლისა და 76 ორგანიზაციის, მათ შორის 61 კერძო კომპანიის თანადგომით და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, სოლიდარობის ფონდმა 11.7 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და 446 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსების დამტკიცება შეძლო, 182 შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 264 შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდა როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის, თურქეთისა და აშშ-ს კლინიკებში.
    
მიღწეული შედეგების მიუხედავად, ფონდში მომართვიანობის პროგრესულად მზარდი მაჩვენებლის გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდაჭერა თანხების მობილიზაციის კუთხით, იმისათვის რომ უწყვეტ რეჟიმში შევძლოთ ყველა ბენეფიციარის დახმარება.
    
თითოეული ჩვენი ბენეფიციარის და მათი ოჯახების სახელით მადლობას გიხდით სიმსივნით დაავადებული ბავშვების და ახალგაზრდების სიცოცხლისთვის ბრძოლაში გაწეული უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის.

შევქმნათ სიცოცხლის ახალი ისტორიები ერთად!

#შემოგვიერთდით
#ერთადგადავარჩენთ
#1ლარითგადავარჩენთ
#სიკეთეგადამდებია

27-ე პერიოდული ანგარიშის სრული ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან: http://solidaroba.ge/News?cId=2

10 იანვარი 2018
სოლიდარობის ფონდის 29-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 29-ე პერიოდული ანგარიში
10 იანვარი 2018
კომპანია გალფის, მიერ ორგანიზებული სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართული უპრეცედენტო და მასშტაბური აქცია!
კომპანია გალფის, მიერ ორგანიზებული სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართული უპრეცედენტო და მასშტაბური აქცია!
10 იანვარი 2018
კომპანია გურიელის საჩუქარი ფონდის ბენეფიციარებს!
კომპანია გურიელის საჩუქარი ფონდის ბენეფიციარებს!
10 იანვარი 2018
სოლიდარობის ფონდი წინასაახალწლოდ ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა
სოლიდარობის ფონდი წინასაახალწლოდ ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა
10 იანვარი 2018
საჩუქარი კომპანია ვისოლისგან
საჩუქარი კომპანია ვისოლისგან
10 იანვარი 2018
მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს ერთგული მეგობრისგან!
მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს ერთგული მეგობრისგან!
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
1959,00

ჯამი

10866974,00