10 იანვარი 2018

სოლიდარობის ფონდის 29-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 29-ე პერიოდულ ანგარიშს, რომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს.
სწორედ ათი ათასობით მოქალაქის, 482 საჯარო უწყების თანამშრომლისა და 75 ორგანიზაციის, მათ შორის 61 კერძო კომპანიის თანადგომით და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, სოლიდარობის ფონდმა 12 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და 470 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსების დამტკიცება შეძლო, 193 შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 277 შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდა როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის, თურქეთისა და აშშ-ს კლინიკებში.
    
მიღწეული შედეგების მიუხედავად, ფონდში მომართვიანობის პროგრესულად მზარდი მაჩვენებლის გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდაჭერა თანხების მობილიზაციის კუთხით, იმისათვის რომ უწყვეტ რეჟიმში შევძლოთ ყველა ბენეფიციარის დახმარება.
    
თითოეული ჩვენი ბენეფიციარის და მათი ოჯახების სახელით მადლობას გიხდით სიმსივნით დაავადებული ბავშვების და ახალგაზრდების სიცოცხლისთვის ბრძოლაში გაწეული უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის.

შევქმნათ სიცოცხლის ახალი ისტორიები ერთად!

#შემოგვიერთდით
#ერთადგადავარჩენთ
#1ლარითგადავარჩენთ
#სიკეთეგადამდებია

29-ე პერიოდული ანგარიშის სრული ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან: http://solidaroba.ge/News?cId=2

11 მაისი 2018
სოლიდარობის ფონდის 33-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 33-ე პერიოდული ანგარიში
11 მაისი 2018
„სოლიდარობის ფონდმა“ 26 აპრილს საქველმოქმედო აუქციონი გამართა
„სოლიდარობის ფონდმა“ 26 აპრილს საქველმოქმედო აუქციონი გამართა
11 მაისი 2018
„სოლიდარობის ფონდს“ და საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„სოლიდარობის ფონდს“ და საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
11 მაისი 2018
„სოლიდარობის ფონდს“ და „tkt.ge“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„სოლიდარობის ფონდს“ და „tkt.ge“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
11 მაისი 2018
წინასააღდგომო აქციის შედეგად, კომპანია "გალფმა" სოლიდრობის ფონდში 65.095 ლარის მობილიზება მოახდინა
წინასააღდგომო აქციის შედეგად, კომპანია "გალფმა" სოლიდრობის ფონდში 65.095 ლარის მობილიზება მოახდინა
18 აპრილი 2018
კომპანია "გალფის" კიდევ ერთი უპრეცენდენტო და მასშტაბური აქცია სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად
კომპანია "გალფის" კიდევ ერთი უპრეცენდენტო და მასშტაბური აქცია სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
3618,00

ჯამი

10868633,00