15 მარტი 2018

სოლიდარობის ფონდის 31-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 31- პერიოდულ ანგარიშსრომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს.
სწორედ ათი ათასობით მოქალაქის, 482 საჯარო უწყების თანამშრომლისა და 75 ორგანიზაციის, მათ შორის 61 კერძო კომპანიის თანადგომით და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, სოლიდარობის ფონდმა 12.9 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და 494 ონკოლოგიით დაავადებული ბავშვისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსების დამტკიცება შეძლო, 206 შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 288 შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდა როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის, თურქეთისა და აშშ-ს კლინიკებში.
    
მიღწეული შედეგების მიუხედავად, ფონდში მომართვიანობის პროგრესულად მზარდი მაჩვენებლის გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდაჭერა თანხების მობილიზაციის კუთხით, იმისათვის რომ უწყვეტ რეჟიმში შევძლოთ ყველა ბენეფიციარის დახმარება.
    
თითოეული ჩვენი ბენეფიციარის და მათი ოჯახების სახელით მადლობას გიხდით სიმსივნით დაავადებული ბავშვების და ახალგაზრდების სიცოცხლისთვის ბრძოლაში გაწეული უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის.

შევქმნათ სიცოცხლის ახალი ისტორიები ერთად!

#შემოგვიერთდით
#ერთადგადავარჩენთ
#1ლარითგადავარჩენთ
#სიკეთეგადამდებია
31-ე პერიოდული ანგარიშის სრული ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან: http://solidaroba.ge/News?cId=2

09 ივნისი 2018
„საქართველოს სოლიდარობის ფონდის “ 4 წლის იუბილე
„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა “ 9 ივნისს 4 წლის იუბილე მთაწმინდის პარკში აღნიშნა.
28 მაისი 2018
მარი მალაზონიას საავტორო გადაცემა - „პირადი ექიმი“
მარი მალაზონია „საქართველოს სოლდიარობის ფონდის შესახებ“
26 მაისი 2018
26 მაისს „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ რუსთაველის გამზირზე
„საქართველოს სოლიდარობის ფონდი“-ს საქველმოქმედო კუთხე რუსთაველის გამზირზე
11 მაისი 2018
სოლიდარობის ფონდის 33-ე პერიოდული ანგარიში
სოლიდარობის ფონდის 33-ე პერიოდული ანგარიში
11 მაისი 2018
„სოლიდარობის ფონდმა“ 26 აპრილს საქველმოქმედო აუქციონი გამართა
„სოლიდარობის ფონდმა“ 26 აპრილს საქველმოქმედო აუქციონი გამართა
11 მაისი 2018
„სოლიდარობის ფონდს“ და საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„სოლიდარობის ფონდს“ და საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
3833,00

ჯამი

10868848,00