11 მაისი 2018

სოლიდარობის ფონდის 33-ე პერიოდული ანგარიში
წარმოგიდგენთ საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმიანობის რიგით 33- პერიოდულ ანგარიშსრომელიც თქვენთან ერთად მიღწეულ შედეგებს ასახავს.
სწორედ ათი ათასობით მოქალაქის, 482 საჯარო უწყების თანამშრომლისა და 76 ორგანიზაციის, მათ შორის 60 კერძო კომპანიის თანადგომით და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, სოლიდარობის ფონდმა 13.4 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და 524 ონკოლოგიით დაავადებული ბავშვისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსების დამტკიცება შეძლო, 218 შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 306 შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდა როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის, თურქეთისა და აშშ-ს კლინიკებში.
    
ფონდში მომართვიანობის მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდაჭერა თანხების მობილიზაციის კუთხით, იმისათვის რომ უწყვეტ რეჟიმში შევძლოთ ყველა ბენეფიციარის დახმარება.
    
თითოეული ჩვენი ბენეფიციარის და მათი ოჯახების სახელით მადლობას გიხდით სიმსივნით დაავადებული ბავშვების და ახალგაზრდების სიცოცხლისთვის ბრძოლაში გაწეული უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის.

შევქმნათ სიცოცხლის ახალი ისტორიები ერთად!
#სიკეთეგადამდებია
33-ე პერიოდული ანგარიშის სრული ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან: http://solidaroba.ge/News?cId=2

04 მარტი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართა
01 მარტი 2019
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საჩუქარი „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საჩუქარი „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“
18 თებერვალი 2019
ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე - 15 თებერვალი
ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე - 15 თებერვალი
18 იანვარი 2019
ემიგრანტი ბავშვები "სოლიდარობის ფონდისთვის"
სოლიდარობის ფონდის“ მეგობართა წრეს ხელოვნების ასოციაცია „დეისი“ შეუერთდა
15 იანვარი 2019
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართა
ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სამინისტროსს თანამშრომლებს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
09 იანვარი 2019
კომპანია „ვისოლის“ საჩუქარი ჩვენს ბენეფიციარებს
კომპანია „ვისოლის“ საჩუქარი ჩვენს ბენეფიციარებს
დაეხმარე ფონდს
სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან დღემდე მობილიზდა
15 617 645 ლარი