11 მაისი 2018

„სოლიდარობის ფონდმა“ 26 აპრილს საქველმოქმედო აუქციონი გამართა
ტექნოპარკში   წარმოდგენილი იყო  ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, სპორტსმენებისა და და სახელგანთქმული პერსონების პირადი ნივთები. აუქციონზე შეგროვდა 45 700 ლარი, რომელიც ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობასა და დიაგნოსტიკას მოხმარდება. ფონდი მადლობას უხდის აუქციონის თითოეულ მონაწილეს. 
ღონისძიების  ფარგლებში  ფონდის საქმიანობის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვისმადლობის სიგელები გადაეცათ კერძო კომპანიებს:
 
•   „გალფი“ •   „ბორჯომი“ •   „ევექსი“ •   „გურიელი“ •  ბეთერფლაი“     •   „მუვმენთ თი-ვი“ • „ლიბერთი ბანკი“ • სასტუმრო „ვინოტელი

სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს უკვე ორი წელია უწყვეტ რეჟიმში სამედიცინო მომსახურებას  უფასოდ უწევს.
მადლობა კომპანია „ევექსს“.

კომპანია „ბორჯომი“ მუდმივად ჩართულია სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში და მხარდამჭერას უცხადებს ფონდს სხვადასხვა სახის აქციაში. 
მადლობა კომპანია „ბორჯომს“.

კოპანია „გურიელი“ ფონდის მუდმივი მხარდამჭერია. მათ მიერ საქართველოში რეალიზებული ყოველი პროდუქტიდან გარკვეული თანხა სოლდიარობის ფონდში ირიცხება.
მადლობა კომპანია „გურიელს“.

კომპანია „ბეთერფლაი“ ფონდს ნებისმირ სარეკლამო მასალის მოზადებასა და გავრცელებაში ეხმარება, ეს იქნება სოციალურ ქსელში განთავსება თუ ვებ გვერდის მართვა. 
მადლობა კომპანია „ბეთერფლაის“

ინტერნეტ ტელევიზია „ The Movement TV” ფონდისთვის პერიოდულად უსასყიდლოდ ამზადებს სიუჟეტებს და ვიდეო-რგოლებს. 
მადლობა კომპანია კომპანია „მუვმენთ თი-ვის“.

„ლიბერთი ბანკი“ ფონდის დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა ფორმით ეხმარება, ეს იქნება დონაცია ხელფასიდან თუ  ქველმოქმედების კომპონენტის სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაში ინტეგრირება. 
მადლობა „ლიბერთი ბანკს“.

სასტუმრო „ვინოტელი“ არის პირველი სასტუმრო, რომელიც დაარსებიდან დღემდე სოლიდარობის ფონდის აქტიური  პარტნიორია. სასტუმრო თითოეული სტუმრის მიერ გადახდილი თანხიდან ნაწილს ფონდში რიცხავს.  
მადლობა სასტუმრო „ვინოტელს“.

კომპანია „გალფი“ პერიოდულად ატარებს საქველმოქმედო აქციას, რომლის დროსაც ყველა გაყიდული ერთი ლიტრი ბენზინიდან 3 თეთრი სოლიდარობის ფონდში ირიცხება.
მადლობა კომპანია „გალფს“.

„სოლიდარობის ფონდმა“ „სოლიდარობის ელჩები“ გამოავლინა. ისინი წარმოადგენენ ფონდის ხმას საზოგადოებაში:
მარი მალაზონია - ექიმი, გადაცემა „პირადი ექიმის“ ავტორი და წამყვანი
ბასა ფოცხიშვილი - რეჟისორი
ნიკოლოზ წულუკიძე - თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი

 


 

01 სექტემბერი 2018
„სოლიდარობის ფონდსა“ და "ML Taxi-ს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„სოლიდარობის ფონდს“ ახალი პარტნიორი ჰყავს.
09 ივნისი 2018
„საქართველოს სოლიდარობის ფონდის “ 4 წლის იუბილე
„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა “ 9 ივნისს 4 წლის იუბილე მთაწმინდის პარკში აღნიშნა.
28 მაისი 2018
მარი მალაზონიას საავტორო გადაცემა - „პირადი ექიმი“
მარი მალაზონია „საქართველოს სოლდიარობის ფონდის შესახებ“
26 მაისი 2018
26 მაისს „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ რუსთაველის გამზირზე
„საქართველოს სოლიდარობის ფონდი“-ს საქველმოქმედო კუთხე რუსთაველის გამზირზე
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
4825,00

ჯამი

10869840,00