26 მაისს „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ რუსთაველის გამზირზე საქველმოქმედო კუთხით იყო წარმოდგენილი. დამოუკიდებლობის აღდგენიდან ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ფონდმა ბრენდირებული პროდუქცია დაამზადა, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ პერიოდთან დაკავშირებული საინტერესო ესკიზებით და საარქივო მასალით იყო გაფორმებული.
სივრცეში გაიყიდა პარტნიორი კომპანიის „ლაღიძის წყლების“ პროდუქციაც.
26 მაისს „სოლიდარობის კუთხეში“ შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას და დიაგნოსტირებას.
ვრცლად: https://www.facebook.com/solidarobisfondi/videos/1900352683372864/