26 დეკემბერი 2018

24 დეკემბერს, სასტუმრო „მოქსში“ „სოლიდარობის ფონდის“ საქველმოქმედო საღამო გაიმართა
ცნობილი ქართველი დიზაინერები სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად გაერთიანდნენ. ქართული მოდის წარმომადგენლებმა სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები შესთავაზეს. გაყიდვიდან შემოსული თანხა კი ფონდში სრულად გადმოირიცხა
საღამოს პრემიერ-მინისტრიც შეუერთდა. მამუკა ბახტაძემ საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორებს და დიზაინერებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული მსგავსი ინიციატივა საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემია.
“უკვე ოთხი წელია, რაც სოლიდარობის ფონდი ფუნქციონირებს და მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია ამ ხნის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს - ფონდმა შეძლო და გადაარჩინა ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მსურს, დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, დიზაინერებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. თითოეული ასეთი დღე ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ სოციალური სოლიდარობის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოში. მე მინდა, მივმართო ყველა ორგანიზაციას, მათ შორის კერძო სექტორს, რომ უფრო ვიაქტიუროთ, სიკეთე არის გადამდები და ჩვენ გვჭირდება მეტი სიკეთე ქვეყანაში ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდნენ: თამუნა ინგოროყვა - Ingorokva, ავთანდილ ცქვიტინიძე - Avtandil, აკა ნანიტაშვილი - Fashion House Aka Nanitashvili, გიორგი ქებურია - George Keburia, ქეთევან ხერხეულიძე - Muzaradi,  მაკა კვიციანი - Dalood, ნინო ელიავა, ანა მოქია - 07/11,  ლალო დოლიძე - LALO,  ტატუნა ნიკოლაიშვილი - TaTuna, მარიამ გვასალია - Mariam Gvasalia, ანუკი არეშიძე - Anouki, ანუკა ქებურია - Anuka Keburia, ლაკო ბუკია - Lako Bukia, ლაშა ჯოხაძე - Lasha Jokhadze, ნინა ზარქუა -NiNa Zarqua, ანა ნინუა - სამოსელი პირველი, ნინო ჭყონია - ფაფანაკი,  ეკატერინე ჩანჩიბაძე - CHANCHIKA,  ჯოვანი მორა,  დუჩი, Bella Handmade, Pamakela, Sami, Green life - სოჭის ნაძვები, ხურჯინი, KTW, ნენა, ნუგბარი. „სოლიდარობის ფონდი“ მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილეებს და სასტუმროს "მოქსი".

24 მაისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა საქართველოს დაზვერვის სამსახურში გამართა
21 მაისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამართა
20 მაისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა წიაღის ეროვნულ სააგენტოში გამართა
16 მაისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში გამართა
14 მაისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გამართა
08 მაისი 2019
ავსტრიაში „სოლიდარობის ფონდის“ მხარდამჭერი საქველმოქმედო საღამო გაიმართა
ღონისძიება საქართველოს საელჩოს ინიციატივით ვენის პრაინერის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა
დაეხმარე ფონდს
სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან დღემდე მობილიზდა
16 042 758 ლარი