01 მარტი 2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საჩუქარი „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინიციატივით „სოლიდარობის ფონდში“ 100 000 ლარის ოდენობის დონაცია განხორციელდა, რომელიც 22 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობასა და დიაგნოსტიკას მოხმარდება. 

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ იმ თანხის ნაწილი, რომელიც ჩვენ ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის აღსანიშნავად უეფასგან მივიღეთ, საქველმოქმედო მიზნებით განგვეკარგა. ამ მიზნით, შევარჩიეთ 3 ფონდი, რომლებიც წლებია ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებიან. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის და საზოგადოების საქმიანობის მთავარი განმსაზღვრელი ის საზოგადოებრივი სიკეთეა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვუტანოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვჭირდებით,“- ლევან კობიაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
„ქართული ფეხბურთის სახელით, ეროვნულ ნაკრებთან ერთად განხორციელებული ამ აქტივობის მთავარი მიზანი ისაა, რომ დავეხმაროთ იმ ბავშვებს და მოზარდებს, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებულად სჭირდებათ. აქვე, გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავზე ამ ბავშვებზე ზრუნვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია აიღო და უკვე წლებია, ამ მისიას ემსახურება.“ - ალექსანდრე იაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. 
„ფეხბურთის ფედერაცია გახდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი ასეთ მასშტაბით ჩაერთნენ, რადგან ეს ძალიან საჭიროა ყველა იმ ბავშვისთვის ვისაც ჩვენი ფონდი ეხმარება.“ - ია მაქაცარია - „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი.


განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს.

04 მარტი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართა
18 თებერვალი 2019
ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე - 15 თებერვალი
ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე - 15 თებერვალი
18 იანვარი 2019
ემიგრანტი ბავშვები "სოლიდარობის ფონდისთვის"
სოლიდარობის ფონდის“ მეგობართა წრეს ხელოვნების ასოციაცია „დეისი“ შეუერთდა
15 იანვარი 2019
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართა
ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სამინისტროსს თანამშრომლებს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
09 იანვარი 2019
კომპანია „ვისოლის“ საჩუქარი ჩვენს ბენეფიციარებს
კომპანია „ვისოლის“ საჩუქარი ჩვენს ბენეფიციარებს
04 იანვარი 2019
კომპანია „ბენეფიტს“-ის საჩუქარი „სოლიდარობის ფონდს“
კომპანია „ბენეფიტს“-ის საჩუქარი „სოლიდარობის ფონდს“
დაეხმარე ფონდს
სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან დღემდე მობილიზდა
15 617 645 ლარი