08 ივნისი 2019

სოლიდარობის 5 წელი
ქველმოქმედების მიზნით ამჯერად ახალგაზრდა ფოტოგრაფები ერთიანდებიან.
 „სოლიდარობის ფონდი“ 9 ივნისს დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით „ღვინის ქარხანაში“ დაგეგმილია საქველმოქმედო ფოტო გამოფენა.
ქარხნის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ფოტოგრაფების მიერ ექსკლუზიურად „სოლიდარობის ფონდისთვის“ გადაღებული ფოტოები, როგორც მსახიობი ბავშვების, ასევე ბენეფიციარების მონაწილეობით.
პროექტში მონაწილეობენ:
დავით ჭალიძე Chalo Photography
ზურა ქართველიშვილი Zura Kartvelishvili Photographer
ალექს აფციაური Alex APtsiauri Photography
ბექა ჯავახიშვილი Beqa Javakhishvili Photographer
 ღონისძიების ფარგლებში საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიყიდება სხვადასხვა პროდუქტი და ნივთი, მათ შორის დეკორატიული მცენარეები.
ამასთან ყველა კაფე-რესტორანი, რომელიც „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე მდებარეობს 9 ივნისს გაერთიანდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად, სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრებს შესთავაზებს კერძს ან სასმელს, რომლის გაყიდვიდან შესული თანხის ნაწილი გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდის“ ანგარიშზე.
სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 600-ზე მეტი ბავშვისა და 22 წლამდე მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ფონდის შექმნიდან დღემდე მობილიზებულია 16 000 000 ლარზე მეტი.
#სიკეთეგადამდებია
გადაცემაში "იმედის დილა" სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან 5 წლის შესახებ სტუმრად ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ია მაქაცარია: 
https://www.facebook.com/solidarobisfondi/videos/1472652076215807/

31 ივლისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატთან გამართა
26 ივლისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან გამართა
26 ივლისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან გამართა
25 ივლისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან გამართა
25 ივლისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროსთან გამართა
16 ივლისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მონაცემთა გაცვლის სააგენტოში გამართა
დაეხმარე ფონდს
სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან დღემდე მობილიზდა
16 564 985 ლარი