08 ივნისი 2019

სოლიდარობის 5 წელი
გადაცემაში "იმედის დილა" სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან 5 წლის შესახებ სტუმრად ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ია მაქაცარია.
 ქველმოქმედების მიზნით ამჯერად ახალგაზრდა ფოტოგრაფები ერთიანდებიან
„სოლიდარობის ფონდი“ 9 ივნისს დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით „ღვინის ქარხანაში“ დაგეგმილია საქველმოქმედო ფოტო გამოფენა.
ქარხნის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ფოტოგრაფების მიერ ექსკლუზიურად „სოლიდარობის ფონდისთვის“ გადაღებული ფოტოები, როგორც მსახიობი ბავშვების, ასევე ბენეფიციარების მონაწილეობით.
პროექტში მონაწილეობენ:
დავით ჭალიძე Chalo Photography
ზურა ქართველიშვილი Zura Kartvelishvili Photographer
ალექს აფციაური Alex APtsiauri Photography
ბექა ჯავახიშვილი Beqa Javakhishvili Photographer
ღონისძიების ფარგლებში საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიყიდება სხვადასხვა პროდუქტი და ნივთი, მათ შორის დეკორატიული მცენარეები.
ამასთან ყველა კაფე-რესტორანი, რომელიც „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე მდებარეობს 9 ივნისს გაერთიანდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად, სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრებს შესთავაზებს კერძს ან სასმელს, რომლის გაყიდვიდან შესული თანხის ნაწილი გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდის“ ანგარიშზე.
 სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 600-ზე მეტი ბავშვისა და 22 წლამდე მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ფონდის შექმნიდან დღემდე მობილიზებულია 16 000 000 ლარზე მეტი.
#სიკეთეგადამდებია
სიუჟეტის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.imedi.ge/ge/video/38786/solidarobis-pondis-daarsebis-5-tslistavi?fbclid=IwAR2QqlOQx4tIfrXqh3ghaoAIAlZYw6UbE8L5CzHwkZLjry-8p4V-Rev-1Ss
 

 

19 ივლისი 2019
მარი მალაზონია - პირადი ექიმი „სოლიდარობის ფონდის“ შესახებ
ფონდი მადლობას უხდის ქალბარტონ მარის და გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს მხარდაჭერისა და ერთგული მეგობრობისთვის
10 ივლისი 2019
გადაცემაში „ნაშუადღევს“ „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ია მქაცარია
სოლიდარობის ფონდის ახალი კამპანია და ვიდეობლოგები
10 ივნისი 2019
გადაცემა "ქრონიკა" სოლიდარობის ფონდის იუბილეს შესახებ
გადაცემა "ქრონიკა" სოლიდარობის ფონდის იუბილეს შესახებ
08 ივნისი 2019
სოლიდარობის 5 წელი
გადაცემა „ქრონიკის“ სიუჟეტი სოლიდარობის 5 წლის შესახებ
27 მაისი 2019
"სოლიდარობის ფონდი" შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს
რუსთაველის გამზირზე მოაწყო ყვავილებისა გამოფენა-გაყიდვა
27 მარტი 2019
ყველაფერი ბავშვთა ონკოლოგიაზე
ყველაფერი ბავშვთა ონკოლოგიაზე
დაეხმარე ფონდს
სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან დღემდე მობილიზდა
16 564 985 ლარი