მიმდინარეობს საიტის განახლება

10 ივნისი 2019

„სოლიდარობის ფონდმა“ 9 ივნისს დაარსებიდან 5 წლის იუბილე აღნიშნა
ქველმოქმედების მიზნით ამჯერად ახალგაზრდა ფოტოგრაფები გაერთიანდნენ და „ღვინის ქარხანაში“ საქველმოქმედო ფოტო გამოფენა მოეწყო.
ქარხნის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ფოტოგრაფების მიერ ექსკლუზიურად „სოლიდარობის ფონდისთვის“ გადაღებული ფოტოები, როგორც მსახიობი ბავშვების, ასევე ბენეფიციარების მონაწილეობით.
პროექტში მონაწილეობდნენ:
დავით ჭალიძე Chalo Photography 

ზურა ქართველიშვილი Zura Kartvelishvili Photographer
ალექს აფციაური Alex APtsiauri Photography
ბექა ჯავახიშვილი Beqa Javakhishvili Photographer
ღონისძიების ფარგლებში საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიყიდა სხვადასხვა პროდუქტი და ნივთი, მათ შორის დეკორატიული მცენარეები.
ამასთან ყველა კაფე-რესტორანი, რომელიც „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე მდებარეობს, 9 ივნისს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდა და სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრებს შესთავაზა კერძი ან სასმელი, რომლის გაყიდვიდან შესული თანხის ნაწილი გადაირიცხა „სოლიდარობის ფონდის“ ანგარიშზე.
გადაცემა "ქრონიკა" სოლიდარობის ფონდის იუბილეს შესახებ: 
https://www.facebook.com/solidarobisfondi/videos/335301590480032/

#სიკეთეგადამდებია


08 იანვარი 2020
საშობაო საჩუქრები “სოლიდარობის ფონდის” პატარებს
გალერეა თბილისის კამპანია “ერთი მე ერთი შენ”
01 იანვარი 2020
„სოლიდარობის ფონდის“ საახალწლო ვიდეო-რგოლი
„სოლიდარობის ფონდმა“ წინა საახალწლოდ ვიდეო-რგოლი დაამზადა
26 დეკემბერი 2019
🎁 👉“ერთი მე ერთი შენ” 👈 🎁
„გალერია თბილისის“ აქცია
31 ივლისი 2019
„სოლიდარობის ფონდის“ საინფორმაციო კამპანია
„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატთან გამართა
დაეხმარე ფონდს
სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან დღემდე მობილიზდა
17 827 283 ლარი